მალხაზ ჯალაღონია : ხელისუფლებას უნდა, კოვიდ-ინფექცია არჩევნების მოსაგებად გამოიყენოს

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ექიმი, მალხაზ ჯალაღონია ხელისუფლებას კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებაში და ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

მისთვის გაუგებარი და საეჭვოა, რატომ არ ჩაიკეტა აჭარის რეგიონი მაშინ, როდესაც ჩაიეკეტა სვანეთი.

მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის წინასაარჩევნოდ გამოყენების მოტივი ჰქონდა – “ინფექცია აჭარიდან ადამიანებმა თბილისში ჩაიტანეს, რაც, დიდი ალბათობით, წინასწარ განზახული ქმდება იყო”.

“მათ ჰქონდათ 5-6 თვე და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რო მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო. მე მგონია, რომ სისტემა სპეციალურად არ მომზადდა. ჩემი აზრით, ეს მოხდა სპეციალურად, რომ კიდევ ერთხელ მათ ეს კოვიდ-ინფექცია გამოიყენონ არჩევნების მოსაგებად”, – ამბობს მალხაზ ჯალაღონია.

მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე ამბობს, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია, თუმცა, კარგი მენეჯმენტის პირობებში, შეცდომების გათვალისწინება და გამოსწორება უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში “ლელოს” შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაცესკომ იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელა