მალხაზ ჯალაღონია: გახსენით საველე ჰოსპიტლები, დასაწყისში ერთი თბილისში მაინც

ხელისუფლებას მოვუწოდებ როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და ექიმი. გახსენით საველე ჰოსპიტლები, დასაწყისში ერთი თბილისში მაინც. ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მისცემს იმედს, რომ საჭიროების შემთხვევა არ ექნება შეფერხება და მოხვდება საავადმყოფოში, შეამცირებს პანიკას მოსახლეობაში. რაც არ უნდა ილაპარაკონ მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტის ჩათვლით, ერმა და ბერმა, ქოცმაც და ნაცმაც, პოლიტიკიდან ძალიან შორს მდგომმა ადამიანებმაც იციან, რომ საავადმყოფოები გადაჭედილია და ადგილები არაა. თუ ღმერთის ცოტათი მაინც გწამთ, უარი თქვით თქვენს ამბიციებზე, საკუთარ ინტერესებზე და მიხედეთ ხალხს. ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ქვეყნის სრული ჩაკეტვისა და ეკონომიკის გაჩერების მიუხედავად, შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ 2 კვირა მაინც არ დაიწყებს შემცირებას. ბატონ ივანიშვილს მივმართავ, თუ ფული შეჭმულია, თქვენი მილიარდებიდან ცოტა მაინც მოახმარეთ ხალხს. გადარჩენა მარტო ამაზონის ჯუნგლებს არ სჭირდება. დღეს ქართველი ხალხია გადასარჩენი-წერს მალხაზ ჯალარონია.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი: ჩვენ ყველა ერთი ვართ და უნდა გადავრჩეთ უკლებლივ ყველა!
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს