მალიში სამართალდამცავები სამ ეჭვმიტანილს ეძებენ

მალიში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები, სულ მცირე, სამ ეჭვმიტანილს ეძებენ, რომლებმაც გუშინ სასტუმრო რედისონზე თავდასხმა მოაწყვეს და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს ძალოვანებმა სასტუმროში ორი ტერორისტი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში 13 ექსტრემისტი მონაწილეობდა.

ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 19 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი ბელგიელი დიპლომატი, ერთი ამერიკელი, ჩინეთის სამი მოქალაქე და რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

ბამაკოს საავადმყოფოში 7 დაჭრილს მკურნალობენ.

მალის ხელისუფლებამ მომხდარის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა და 10-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშივისი რჩევით წყვეტს შიმშილობას ირმა ინაშვილი?!
შემდეგი სტატიაპოლიციამ თავისუფალი ზონის წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავა