მალიში გაეროს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს

გაეროს განცხადებით, მალიში მშვიდობისმყოფელების მისიიდან 5 ჯარისკაცი მოკლეს, ერთი კი ძმიმედ არის დაჭრილი ქალაქ სევარეს ჩრდილოეთით მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ჯარისკაცები მალიში ტოგოდან ჩავიდნენ. მათი მანქანა ჯერ დაიცხრილა, შემდეგ კი ნაღმზე აფეთქდა.
მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაეროს მიუსამძიმრა მომხდარის შესახებ.
თავდასხმა 29 მაისს – გაეროს მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო დღეს მოხდა.
გასულ წელს გაეროს 129 მშვიდობისმყოფელი მოკლეს 16 ქვეყანაში ოპერაციისას.

banner
წინა სტატიაშიშვედ ეპისკოპოსს ჯვრების ჩამოხსნა სურს ეკლესიიდან
შემდეგი სტატიაარაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი მატჩი სოხუმის გუნდმა მოიგო