მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო

მალიში, სასტუმრო “რედისონზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო, რომელიც თავის მხრივ, დაჯგუფება “ალ-ქაიდასთან” არის კავშირში. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე “ბოევიკებმა” ინფორმაცია “თვითერის” საკუთარ გვერდზე განათავსეს.
ამ დროისთვის მომხდართან მათი კავშირის შესახებ მონაცემები მოწმდება.
მალის დედაქალაქში დამნაშავეებმა სასტუმროში მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს. 136 მათგანი უკვე გათავისუფლებულია, 9 ადამიანი კი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიფარანჯას აკრძალვა: სად და რატომ არ შეიძლება მისი ტარება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა