მალის სასტუმროში 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2015 14:52

მალის სასტუმროში 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

მალის სასტუმროში 170 ადამიანი მზევლად აიყვანესმალის ბამაკოში შეიარაღებული ადამიანები სასტუმრო Radisson Blu-ს თავს დაესხნენ. სასტუმროს შენობიდან ავტომატური იარაღიდან სროლის ხმები ისმის. პოლიციამ და სამხედროებმა მიმდებარე გზები გადაკეთეს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ყვიროდნენ “ალაჰ აკბარ”.

ცნობილი გახდა, რომ ორი მძევალი, რომლებიც მუსლიმები აღმოჩნდნენ, თავდამსხმელებმა გაანთავისუფლეს.
Radisson Blu-ს 190 ნომერი აქვს. სასტუმროს მფლობელები ამერიკელები არიან.
“ფრანს პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები მე-7 სართულზე იმყოფებიან და კორიდორში ისვრიან.

თურქეთის მთავრობის ცნობით, მძევლებს შორის “თურქიშ ეირლაინის” 7 თანამშრომელია. სხვადასხვა ინფორმაციით, თავდამსხმელები ათნი არიან.

ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: ბიბისი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2015 14:52

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics