მალის დედაქალაქში შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

maliმალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო “რედისონში” შეიარაღებული პირების შეჭრის შემდეგ სულ მცირე 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაღუპულთა შორის 2 მალის მოქალაქეა, ერთ კი ფრანგი.

შეგახსენებ, რომ მალის ბამაკოში შეიარაღებული ადამიანები სასტუმრო Radisson Blu-ს თავს დაესხნენ. სასტუმროს შენობიდან ავტომატური იარაღიდან სროლის ხმები ისმის. პოლიციამ და სამხედროებმა მიმდებარე გზები გადაკეთეს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელები ყვიროდნენ “ალაჰ აკბარ”.

ცნობილი გახდა, რომ ორი მძევალი, რომლებიც მუსლიმები აღმოჩნდნენ, თავდამსხმელებმა გაანთავისუფლეს.
Radisson Blu-ს 190 ნომერი აქვს. სასტუმროს მფლობელები ამერიკელები არიან.
“ფრანს პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები მე-7 სართულზე იმყოფებიან და კორიდორში ისვრიან.

თურქეთის მთავრობის ცნობით, მძევლებს შორის “თურქიშ ეირლაინის” 7 თანამშრომელია. სხვადასხვა ინფორმაციით, თავდამსხმელები ათნი არიან.

ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი:”ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება”
შემდეგი სტატიარაკკის აქტივისტები: “ისლამურ სახელმწიფოზე” განხორციელებული ავიადარტყმები უშედეგოა