მალგორზატა გოშიევსკა – ერთი ოლიგარქის სურვილის და თავგასულობის გამო მსოფლიოს თვალწინ იღუპება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ სრულიად მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე- სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან „საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტია“.

„ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა, გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მათი მკაფიო პოზიცია. მინდა პირადად განვაცხადო, რომ არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.

პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე სააკაშვილის მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი – მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით
შემდეგი სტატიაკარენ დონფრიდი – გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში