მალე თბილისში ავტობუსის მძღოლად ქალები იმუშავებენ

მალე დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს მძღოლი ქალები ეყოლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, დასაქმების მიზნით, ქალბატონებს ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი სასწავლო კურსი შესთავაზა.
მძღოლი ქალბატონებისთვის მთავარი მოთხოვნები ასეთია – კანდიდატი საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო, რომელსაც 3-წლიანი გამოცდილება და მართვის სუფთა ისტორია ექნებოდა. ასევე, ქალი მძღოლები, რომლებსაც 10-წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ და ექნებათ გარკვეული დანამატები. შვილის შეძენის შემთხვევაში კი ფულად დახმარებას მიიღებენ.
სამუშაო ადგილი 25 ქალისთვისაა.

კონკურსში მონაწილე, მინიმუმ, 24 წლის ასაკის უნდა იყოს და ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება უკვე დასრულდა. არჩეულ იქნა 50-მდე ქალბატონი. კურსები კი წარმატებით 25 ქალბატონმა გაიარა. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდა.
როგორც ცნობილია, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა. ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე დასქამდებიან.

banner
წინა სტატიაში„ნუ ჩამაბეტონებ!” – დიდ დიღომში სტადიონზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიარაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს