“მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა… მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა”

ექსპერტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ქართულ პოლიტიკაში ახალი ჯგუფის გამოჩენის შესახებ საუბრობს, მისი თქმით პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი დაბრუნდება. როგორც გელბახიანი აღნიშნავს ივანიშვილი რეალობას ვერ ითვალისწინებს და მშვიდად არის, პროცესები კი მის საწინააღმდეგოდ განვითარდება:
„სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა- ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა- „მაესტრო“ და „იმედი“. მეორე ფრონტზე პაატა ბურჭულაძე და ბანკირები იქნებიან, მათ მხარს პრეზიდენტი დაუჭერს. ამ მხრიდანაც მოსალოდნელია სერიოზული ფინანსების ჩადება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც 5 პროცენტს მაინც წაირებენ: ალასანია, ბურჯანაძე, პატრიოტთა ალიანსი და ა.შ მოკლედ , წინა პლანზ პოლიტიკური და ეკონომიკური ბიზნესის დომინანტი გამოდის და არა პიროვნებები. თავის დროზე რა თამაშიც ითამაშა ივანიშვილმა ბადრის ბანაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერწმუნეთ ივანიშილს დიდი საფრთხე ელის და ტყუილად სძინავს მშვიდად. არჩევნებში დომინანტი ივანიშვილის ფული აღარ იქნება“- აცხადებს გელბახიანი.

 

წყარო: “ასავალ-დასავალი”

banner
წინა სტატიაშიპრემიერისა და ოპოზიციის შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატის შექმნა გადაწყდა
შემდეგი სტატია“მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე გადაწყვეტილება დღეს მიღებული არ ყოფილა”