„მალე ნაბახუსევზე ევროპაში გადავფრინდებით“ – დიპლომატ მამუკა კუდავას შეფასება

უვიზო მიმოსვლის მიღებას დიპლომატი მამუკა კუდავა „საყოველთაო ყიჟინას“ და „ეგოისტურ სიხარულს“ უწოდებს.
როგორც კუდავა „ფეისბუქზე წერს, განწყობა – „მალე ნაბახუსევზე ევროპაში გადავფრინდები“ გასაგებია, მაგრამ მთავარი სახელმწიფოებრივი სარგებელი არ უნდა დაგვავიწყდეს.
„1. კულტურული რევოლუცია. შენგენის ზონაში აქამდე ქართველი მოქალაქეების მხოლოდ 9% არის ნამყოფი. პირველად იქ მიღებული კულტურული შოკი კი ყველას გვახსოვს. 2. აფხაზების და ოსების მიერ ქართული პასპორტების აღება და შედეგად ჩვენსკენ ინდივიდუალურად მეტნაკლები შემობრუნება. ესაა ევროპული და ქართული რბილი ძალა. იმედია, პასპორტების გაცემაში არ იქნება ბიუროკრატიული მიდგომა, ეს ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებშია,“ – წერს კუდავა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობამ გუშინ კვლავ აიღო 30 მილიონი ლარი კომერციული ბანკებიდან შიდა ვალის სახით
შემდეგი სტატია“მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით”