მალე მივიღებთ უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით

“ერთ მხარე გვეყოლება ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება – გადარჩენის შეეცდება,მეორე მხარეს, ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი.
ქვეყანა კი, იმ მილიარდობით ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“ არიგებს.

დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას რას უნდა ველოდეთ?!
თანაც, მარტის მერე ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ.
კარანტინის დროს სახლებში გამოკეტილი, შიმშილით რამდენი გარდაიცვალა, ამას რატომღაც არავი ითვლის…
თავისუფლება წაგვართვეს, ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებს იწმინდს ქვეყნის კონსტიტუციაზე და ამ ყველაფერს, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ტაშისკვრით დაჭირა მხარი.

მოკლედ, „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია. იმ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციის მაგიდის გარშემოც, ბევრი ისეთი პოლიტიკური ძალა იჯდა, ვის გვერდით დგომაც ცუდ სიზმარშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია!”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ გულეიკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში აშენდა ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრთან 7 სოფელს აკავშირებს