5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“მალე გაიგებთ, რა იქნება პასუხი” – ერ-რიადში აშშ-ის საელჩზე თავდასხმას ტრამპი ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მალე გახდება ცნობილი, თუ რა იქნება მისი საპასუხო ზომები.

„მალე გაიგებთ“, – განუცხადა ტრამპმა NewsNation-ს.

საუდის არაბეთში, აშშ-ის საელჩოზე ორი ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მან „შეზღუდული ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია.

მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ რეგიონში „ამერიკული პოლიტიკური ცენტრების“ განადგურების მცდელობები დაიწყეს.

„საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ვაშინგტონის საელჩოში მომხდარი აფეთქება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაზე თავდასხმა განახორციელა
შემდეგი სტატია“აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო” – აბას არაღჩი მარკო რუბიოს განცხადებაზე