27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მალდივებზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს მყვინთავი დაიღუპა

მალდივებზე, ვაავუს ატოლთან მდებარე წყალქვეშა მღვიმეში იტალიელი ტურისტების ცხედრების ძებნისას მყვინთავი დაიღუპა.

მყვინთავები 14 მაისს დაღუპულ იტალიელ ტურისტებს ეძებდნენ, რომლებმაც მღვიმეში ჩაყვინთეს და მას შემდეგ ზედაპირზე აღარ ამოსულან. ძებნა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.

ხუთმა ადგილობრივმა მაშველმა მღვიმეში 60 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა, თუმცა ზედაპირზე დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, მოჰამედ მაგდი, კვლავ წყლის სიღრმეში იყო. მან გონება დაკარგა და წყლიდან ამოყვანის მიუხედავად, მყვინთავის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

რაც შეეხება იტალიელ ტურისტებს, ისინი გენუის უნივერსიტეტის გუნდის წევრები იყვნენ – ეკოლოგიის პროფესორი მონიკა მონტეფალკონე ქალიშვილთან ერთად და ორი მკვლევარი. მეხუთე გაუჩინარებული კი, დაივინგის ინსტრუქტორი იყო, რომელმაც ტურისტები მღვიმესთან მიიყვანა და ჩაყვინთვის პროცესს ორგანიზება გაუწია.

მაშველების თქმით, ტურისტებისთვის არსებობს 30-მეტრიანი ჩაყვინთვის შეზღუდვა, ხოლო ამ დროისთვის დაუდგენელია, რატომ გადაწყვიტა გუნდმა 60 მეტრის სიღრმეზე ჩაშვება.

banner
წინა სტატიაშილონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა და პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია266 636 პენსიონერს და სოციალურად დაუცველს საპენსიო სესხი აქვს აღებული