,,მალაიზიური ბოინგი, რეისი MH17, რუსებმა ჩამოაგდეს,,

14528166_648609941965863_523517145_n28 სექტემბერს, ჰოლანდიაში საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც უკრაინაში, დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური ავიახაზების ბოინგის, რეისი MH17 ამსტერდამ-კუალა-ლუმპურის ჩამოგდებას იძიებდა, გამოძიების შუალედურ დასკვნაში, 21-ე საუკუნის უდიდეს ავიაკატასტროფად მიჩნეულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

,,ავსტრალიური ,,ბოინგ -777,, რომლის ბორტზე 283 მგზავრი და 15 ეკიპაჟის წევრი იყო, უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, სეპარატისტი ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ,,ბუკ,,-ის რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც იმ ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს,, ნათქვამია საერთაშორისო გამოძიების დასკვნაში.
,,რუსეთს ეგონა, რომ ვიღაც-ვიღაცეები კიდევ დაუჭერდნენ მხარს, რომ დაეფარა ეს დანაშაული… თუმცა არ გამოუვიდა… მარტო დარჩა და გაიშიფრა… ახლა კი ვეტოს ადებს ამ დანაშაულზე საერთაშორისო ტრიბუნალის დაწყებას… ეს კი – იურიდიულ ენაზე ნიშნავს აღიარებით ჩვენებას,, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.
,,გამოძიება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია,, აცხადებს რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო გამოძიების დასკვნის შეფასებისას.

banner
წინა სტატიაში(video) ავსტრალიელი იმამი პირდაპირ ეთერში ფეხსაცმლით ცემეს
შემდეგი სტატია(video) სანდრა რულოვსი: მედიკოსებმა 6 წლის წინ მკერდის მოკვეთა მირჩიეს