მალაიზიის პარლამენტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი
სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან მივიდა და ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

დათა ვანიშვილი დელეგაციის წევრებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებსაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს აწყდებიან.

„ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა, ჩამოვედით, რათა ადგილზე გავეცნოთ ვითარებას. ვნახოთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, რომ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაკურტ ვოლკერი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზეზად მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებს