მალაიზიის მეფე 25 წლის რუს მოდელზე დაქორწინების შემდეგ ტახტიდან გადადგა

მალაიზიის მეფე მუჰამედ V ტახტიდან გადადგა მისი ქორწილის შემდეგ გავრცელებული ხმების გამო. როგორც სამეფო სასახლემ კვირას, 6 იანვარს გაავრცელა, მეფე ყოველთვის ცდილობდა მასზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა და რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის. განცხადებაში მეფის გადადგომის მიზეზებზე აღნიშნული არ არის.
მალაიზიაში უმაღლესი ხელმძღვანელი, ანუ მეფე ხუთი წლით არის არჩეული, მას 9 შტატის მმართველთა საბჭო კენჭისყრით, 5 წლით ირჩევს. მუჰამედ V 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ის პირველია, ვინც ტახტი საკუთარი სურვილით ვადამდე დატოვა.

ადრე მსოფლიო მედიამ გაავრცელა, რომ 49 წლის მეფემ 25 წლის რუს მოდელზე ოქსანა ვოევოდინაზე იქორწინა, რომელიც 2015 წელს “მის მოსკოვად” დაასახელეს. ქორწილი მოსკოვში შედგა. ვოევოდინამ ქორწილამდე ისლამი მიიღო და მუსლიმური სახელი რიჰანა შეირჩია. ამავე დროს, მალაიზიის დედოფალი მხოლოდ ეროვნებით მალაიზიელს შეუძლია გახდეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 24 წლის პაციენტი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატია7 იანვარს მიტროპილიტი ეპიფანე კიევში საშობაო ლიტურგიას ჩაატარებს