მალაიზიაში ძროხების ყურანით დამშვიდების რეკომენდაცია გასცეს

მალაიზიაში, კელანტანის შტატში ძროხებისთვის “ყურანის” მასობრივი კითხვის რეკომენდაცია გასცეს – ამის შესახებ ინფორმაციას Channel News Asia ავრცელებს. “დარწმუნებული ვართ, რომ რადგანაც “ყურანის” კითხვა ადამიანების გონებას ამშვიდებს, იგივე შედეგი ექნება ძროხებთან მიმართებაში, რომ მათი ხორცის ხარისხი უკეთესი გახდეს” – ადგილობრივი მთავრობის წევრმა ჩე აბდულა მატ ნავმა (Che Abdullah Mat Nawi) თქვა, ასევე, მან აღნიშნა, რომ წინადადება მხოლოდდამხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათა ატარებს და ის არ არის ოფიციალური განკარგულება.

კელანტანის მთავრობის სათავეში საერთომალაიზიური ისლამური პარტია დგას, რომელიც მანამდე ისლამურ სამართალზე დაფუძნებული კანონების შემოღებას ცდილობდა. მაგალითად, 2015 წელს ისინი ცდილობდნენ შარიათის წესების დამკვიდრებას, რაც ფედერალურმა მთავრობამ უარყო. ამავე დროს, რადგანაც მოსახლეობის 60% მუსლიმია, ქორწინებისა და მემკვიდრეობის კანონებს შარიათი განკარგავს.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაგერმანიის ზოოპარკში ვომბატი დაიბადა