15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მალაიზიაში ხანძარმა 1000 სახლი გაანადგურა, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა

მედიის ცნობით, მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე ხანძარმა, სულ მცირე, 1 000 სახლი გაანადგურა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა.

„ძლიერმა ქარმა და სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია“, – განაცხადა შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ჯიმი ლაგუნგმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სახლები მთლიანად ხისგან იყო აგებული. ამასთან, აღნიშნული სოფელი ქვეყნის ერთ-ერთ უღარიბეს თემს წარმოადგენს, სადაც უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი მცხოვრები დაზარალდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ და არ განიხილება
შემდეგი სტატიანიკა ჩერქეზიშვილი: ვიღაცის უპასუხისმგებლობას ბავშვების მომავალი ეწირება