მაკრონმა უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ელისეის სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად მზად არის
შემდეგი სტატიათბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება