მაკრონმა ევროპას დიდი დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვირას, 18 ნოემბერს ბერლინში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოვიდა – გლოვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში ომებში დაღუპულთა და ტოტალიტალური რეჟიმის მსხვერპლთა პატივსაცემად აღინიშნება. გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპას საერთოევროპული სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ მოუწოდა. “ევროპას, რომლის ცენტრშიც ფრანგულ-გერმანული ჯგუფია, ვალდებულება და ამოცანა აქვს მსოფლიოს საშუალება არ მისცეს ქაოსში გაეხვეს და ის მშვიდობისკენ უნდა მომართოს. ამიტომ, ევროპა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი უნდა გახდეს” – თქვა ემანუელ მაკრონმა. სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის კი, აუცილებელია საერთო თავდაცვის სისტემა, ერთიანი ბიუჯეტი და წესებისა და თავშესაფრისმაძიებელთა საერთოევროპული უწყების შექმნა – თვლის საფრანგეთის პრეზიდენტი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშინეთანიახუ: ისრაელისთვის ვადამდელი არჩევნები კატასტროფა იქნება
შემდეგი სტატიაევროდეპუტატები Amazon-ს მოუწოდებენ საბჭოთა სიმბოლიკის გაყიდვა შეწყვიტოს