მაკრონმა ევროკავშირს სუსტი და უუნარო უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირი გააკრიტიკა და ამასთანავე ამ სტრუქტურის გაძლერების საკუთარი ხედვა წარმოაჩინა.
მაკრონის განაცხადებით, ევროკავშირი დღეისათვის ძალიან სუსტი და უუნაროა. ,,ევროკავშირის ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად მოსახლეობის მხარდაჭერა და რესტრუქტურიზაცია სჭირდება,, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროზონამ ჩინეთს და ამერიკას ეკონომიკას უნდა გაუსწროს და ამ ზონაში უმუშევართა რაოდენობა უნდა შემცირდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის განახლებისა და გაძლიერების მიზნით, აუცილებელია საერთო თავდაცვის ბიუჯეტის შექმნა, ასევე სადაზვერვო სამსახურებს შორის საერთო ბაზის არსებობა. მაკრონმა ასევე თავდაცვის სფეროში, ემიგრაციის საკითხებსა და სოციალურ პოლიტიკაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კავშირის გაღრმავებასა და ევროზონის ქვეყნებისთვის საერთო ბიუჯეტის შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიდაურ კოვე : “საქართველო აწარმოებს ფართომასშტაბიან პოლიტიკას აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მიზნით”
შემდეგი სტატიაპუტინი ერდოღანთან ჩადის