მაკრონმა და შოლცმა პუტინს მოუწოდეს, ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკეები გამართოს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა, დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და ქვეყნიდან რუსული ჯარი გაიყვანოს, – ინფორმაციას CNN-ი გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.

„გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვეს. მათ მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს, ჩაერთოს სერიოზულ პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტთან და გამონახოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზა“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიზაზა კანდელაკი მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე – 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას და უდიდესი როლი აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს
შემდეგი სტატიარუსთავის მერი დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გაჟღერებით, თითქოს პარტიამ „ საქართველოსთვის“ უარი განაცხადა მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე – შელეგია