მაკრონმა აზერბაიჯანს ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა – წუხელ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა. “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გაყვანა. მე სომეხ ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ საფრანგეთი თქვენთან რჩება” – მაკრონს “დოიჩე ველე” ციტირებს.

ხუთშაბათს მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სატელეფონო დიალოგი გამართეს. მათ შორის, საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დაძაბულობის მოსახსნელად მაკრონის წინადადებაა გაეროს უშიშროების საბჭოს არხების გამოყენება.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ ისევ დაიძაბა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები “საზღვრების კორექტირების მიზნით” სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრით შეიჭრნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს