მაკრონმა ავსტრალიის პრემიერის მეუღლეს “ძალიან გემრიელი” უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “უგემრიელესი” უწოდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მალკოლმ ტერნბულის მეუღლეს – სიდნეიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა – ავრცელებს ABC News-ი. მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას ტერნბულს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. “მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულღია მიღებისთვის, მადლობა თქვენ და თქვენს უგემრიელეს მეუღლეს” – თქვა მაკრონმა.
როგორც ABC News-ი ავრცელებს, პრეზიდენტს სოციალურ ქსელებში დასცინეს. ზოგიერთმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ მაკრონმა იხუმრა. თუმცა, უმეტესობა შეთანხმდა იმაზე, რომ პრეზდენტმა ინგლისური სიტყვა delicious ანალოგიური ფრანგული délicieux-ის მნიშვნელობით გამოიყენა, რომელიც ითარგმნება, როგორც “აღმაფრთოვანებელი”. ინგლისური სიტყვაც შეიძლება იმავე მნიშვნელობით გამოიყენოს, მაგრამ ის, როგორც წესი, აღნიშნავს “ძალიან გემრიელს”.

banner
წინა სტატიაშიელონ მასკს კითხვაზე პასუხი 300 მილიონი დაუჯდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს