მაკრონის მეუღლემ მელანია ტრამპზე ისაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა Le Monde-თან იმაზე ისაუბრა, თუ როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამერიკის პირველმა ლედიმ მასზე – The Guardian-ი წერს. ბრიჯიტ მაკრონის თქმით, ტრამპის მეუღლე “მომაჯადოვებელი, ჭკვიანი და ძალიან გახსნილია”, ასევე ის “მართლა ძალიან კარგია”. “ჩვენ იუმორის ერთნაირი გრძნობა გვაქვს, ბევრ რამეზე ვიცინეთ” – თქვა ბრიჯიტმა. მან ასევე დაამატა, რომ მელანია პუბლიკაში უხალისო ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის სინამდვილეში. “ის ადვილად იცინის, მისი გაცინება ძალიან ადვილია, უბრალოდ, ამას იმაზე ნაკლებად აჩვენებს, ვიდრე მე” – განაცხადა ბრიჯიტ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აშშ-ს მეუღლესთან ერთად 23-26 აპრილი სტუმრობდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა კიმ ჩენ ინისა და ტრამპის მომავალი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაკიევში ყუმბარის აფეთქების შედეგად სამხედრო ჟურნალისტი დაიღუპა