მაკრონის განცხადების გამო იტალიაში საფრანგეთის ელჩი გამოიძახეს

იტალიაში საფრანგეთის ელჩი კრისტიანა მასსე გამოიძახეს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “გაოცების გამომწვევი” განცხადება გააკეთა გემ Aquarius-სთან დაკავშირებით, რომლის ბორტზეც 629 მიგრანტი იყო – იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მაკრონმა იტალია ცინიზმსა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან აფრიკელი მიგრანტები არ მიიღო – იტალიის ახალი მთავრობა მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის მომხრეა.

Aquarius-ის მიგრანტები ესპანეთმა ორშაბათს მიიღო, მას შემდეგ რაც გემი 24 საათის მანძილზე იტალიის პორტში არ შეუშვეს.

banner
წინა სტატიაშიაფრიკაში ათასწლოვანი ბაობაბები ხმებიან, მეცნიერებმა არ იციან რატომ
შემდეგი სტატია,,გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებით”