მაკრონი უკრაინაში გაემგზავრება, ის ქვეყნისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თებერვალში ის უკრაინას ეწვევა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, რომლის მიხედვითაც პარიზი კიევს დამატებით იარაღს მიაწოდებს.

ამასთან, მაკრონის თქმით, უკრაინას უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 ფრთოსან რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.

“ვაპირებთ, გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ უკრაინას და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. მე თვითონ გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში”- თქვა მაკრონმა.

საფრანგეთმა SCALP-ის ტიპის პირველი პარტია, უკრაინას 2023 წლის ზაფხულში გადასცა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი ამ სიტყვას, სადაც იმყოფებით, დარჩებით მანდ, ეს თქვენი ბუნებრივი ადგილია