“უკრაინა იბრძვის ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპის მხარეს არის პასუხისმგებლობა და მართლაც, ჩვენ ჩავდეთ 128 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისა და უკრაინელებისთვის. უკრაინამ შეძლო ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ფრონტის შენარჩუნება. ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ოთახში არავის სურს იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ყველაზე ძლიერი კანონია და საერთაშორისო საზღვრები შეიძლება დაირღვეს დღიდან მეორე დღეს”,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროისთვის მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა დიდ ცვლილებას აქვს ადგილი, რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, ამიტომ ახალი კონტექსტია. ასე რომ, ურთიერთობის განახლებისთვის პრეზიდენტ ტრამპს კარგი მიზეზი აქვს“,-აცხადებს მაკრონი.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთანხმების პატივისცემა მოხდება „სიძლიერე და შეკავების შესაძლებლობებია“.
„მჯერა, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. პირველ რიგში უნდა მივიღოთ რაღაც, რისი შეფასება, შემოწმება და დამოწმება შეიძლება მოხდეს. მოდით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკმარისი გარანტიების შექმნა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ჩვენ ფოკუსირებული ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ მუდმივი მშვიდობის მიღწევაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ემანულ მაკრონთან მისი შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დავასრულოთ ბრძოლა, მართლაც საშინელი ბრძოლა, ომი, რომელიც არასდროს გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელი და ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტი, რომლის წარმოდგენაც ვინმეს შეუძლია. ყოველ კვირა ათასობით ადამიანი იღუპება. დღეს არის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. რუსებისა და უკრაინელების მთელი თაობა განადგურებულია, ქალაქები დანგრეულია. დროა, დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ გვქონდა კარგი საუბრები, მათ შორის რუსეთთან. მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დავბრუნდი, ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე ველაპარაკე ორივე პრეზიდენტს, პუტინსა და ზელენსკის და მშვიდობისთვის ბევრი ძალიან კარგი რამ ხდება, ძალიან სწრაფად. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ მუდმივი მშვიდობის მიღწევაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.