მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინაში ჩავა

ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა. შესაბამისი განცხადება მაკრონისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მაკრონმა ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა “სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის შესაქმნელად, ასევე ჩეხეთის საბრძოლო ინიციატივის მხარდაჭერა”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის – „არტილერია უკრაინისთვის“ – მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი უკრაინაში ვიზიტს თებერვალში გეგმავდა, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაშინ ეს ვიზიტი გადაიდო.

16 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში თავად ჩავიდა პარიზში და საფრანგეთთან „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ხელშეკრულება გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატიაროგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღე – პროგნოზი