მაკრონი – თუ სახმელეთო შეჭრა საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მისი დაწყება ისრაელისთვის შეცდომა იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ისრაელის მიერ ღაზაში სახმელეთო შეჭრა შეცდომა იქნება.
მაკრონმა კაიროში ვიზიტისას განაცხადა, რომ სახმელეთო შეჭრა ზიანს მიაყენებს სამოქალაქო პირებს ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე.
„რაც შეეხება სახმელეთო შეჭრას, თუ ის მთლიანად მიმართული იქნება ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი, რომელიც მას აქვს, მაგრამ თუ ეს იქნება მასიური ოპერაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეცდომა ისრაელისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ – ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება – უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია
შემდეგი სტატია„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია