საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და კირ სტრამერი და ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძოლა ახლავე უნდა დასრულდეს და ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევალი გათავისუფლდეს.
„მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შედეგად სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ ნახავს.