მაკრონი შეეცადა ოფიციალური სახე არ მიეცა ზურაბიშვილთან შეხვედრისთვის და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო – კობახიძე

“მაკრონი მაქსიმალურად შეეცადა, ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო” – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებზე საუბრისას.

კობახიძის მტკიცებით, უცხო ქვეყნის ლიდერები ცდილობენ ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს უხერხულობა არ შექმნან, “თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა.”

“თქვენ ნახეთ შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე. მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, ერთი პატარა ვებგვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა, ეს იყო და ეს და რამდენიმე ფოტო გავრცელდა..მაკრონი მაქსიმალურად შეეცადა, ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრის, რომელიც შედგა ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდგომ გავრცელდა…მაქსიმალურად ცდილობენ, რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერები, რომ ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან, თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა. პრეზიდენტი, ყველა შემთხვევაში, როდესაც ხვდება პრეზიდენტის რანგში სხვა, უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ამას აკეთებს კონსტიტუციის დარღვევით, რაც ესმით ბუნებრივია შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, მათ აქვთ საამისო გამოცდილებაც ინფორმაცია, ცოდნა და ანალიზის უნარი” – თქვა კობახიძემ

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს პარიზში 6 სექტემბერს შეხვდა. იქამდე კი პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. სწორედ ამ ევროპული ტურნეს გამო დაადანაშაულა “ოცნებამ” ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში და მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – არიან ვიღაცები, ვისაც ფურცლები მიაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში
შემდეგი სტატიავანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს და „ლელოს“ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს