26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მაკრონი: საფრანგეთმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობის ტანკერი დააკავა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სიცილიის სანაპიროსთან რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი Deliver-ი დააკავა. საფრანგეთის ლიდერის განმარტებით, გემი საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა.

მაკრონის განცხადებით, აღნიშნული ტანკერი რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

„სამშაბათს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წევრები ავიდნენ ნავთობის ტანკერ Deliver-ის ბორტზე, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა. გემი დაკავშირებულია რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“, რომელიც გამოიყენება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კონტექსტი: 2025 წლის სექტემბრიდან დღემდე, ეს უკვე მეოთხე გემია, რომელიც საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ სავარაუდო კავშირის გამო დააკავა.

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილი: ელენე ხოშტარიას გათავისუფლება მისსავე ხელშია, დანაშაულს თუ აღიარებს, იმავე წამს გაფორმდება საპროცესო
შემდეგი სტატიასოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის “აფხაზეთი საქართველოა” დასკვნითი ეტაპი და წარჩინებული მოსწავლეების აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა