მაკრონი – საფრანგეთი გააგრძლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, უკრაინის მხარდაჭერას

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე მოკავშირეები დაარწმუნა, რომ უკრაინასთან და ნატო-სთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას პარიზი გააგრძელებს.

„ყველა მოკავშირეს დავუდასტურე, რომ საფრანგეთი გააგრძლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, უკრაინის მხარდაჭერას, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ ამას უჭერენ მხარს. საფრანგეთის კონსტიტუციაში ძალიან მკაფიო ჩანაწერია, რომელიც ჩენი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს სანდოობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ასევე ჯო ბაიდენის მიერ სიტყვით გამოსვლის დროს დაშვებულ შეცდომასაც გამოეხმაურა, რომლის დროსაც აშშ-ის ლიდერმა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას თქვა, რომ სიტყვას „პუტინს გადასცემს“.

„თავს შევიკავებ ამერიკის შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებისგან, ყველას შეიძლება რაღაც დაგვავიწყდეს. მეც მომსვლია და დარწმუნებული ვარ, ხვალაც შეიძლება მომივიდეს. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან, ვუყურებდი მას სხვა შეხვედრების დროსაც. ძალიან გამოცდილია და აქვს მკაფიო პოზიციები, ეჭვგარეშეა, რომ როცა მაგიდის გარშემო ვსხედვართ, ის იმ ლიდერებს შორისაა, ვისაც ღრმა ცოდნა აქვს საერთაშორისო საკთხებთან დაკავშირებით, გარდა ამისა ის სანდო პარტნიორია. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთი, ევროპა და უკრაინა ძალიან იღბლიანები არიან, რომ ჰყვათ ამერიკის ადამინისტრაცია და პრეზიდენტი, რომლებიც ასე არიან ჩართული საკითხებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – ვიტოვებთ რწმენას, რომ აშშ-ის 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი – ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ფაქტობრივად, სიკვდილამდე სცემეს და არავინაა დასჯილი