„ჩვენ გავზრდით სამხედრო მხარდაჭერას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის პირველივე დღეებიდან საფრანგეთმა აიღო ინიციატივა და გაგზავნა სპეციალური ექსპერტები რუსული ომის დანაშაულების გამოსაძიებლად, რაც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადაეცემა მობილური დნმ-ის ტესტირების ლაბორატორია, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მტკიცებულებების შედგენის კომპლექსური მუშაობისთვის, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულებამ თავისი საქმე შეასრულოს.
„ომის პირველივე დღიდან ევროპამ დაიკავა თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის მხარე, საერთაშორისო სამართლის მხარეზე, გაეროს წესდებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვაზე, რომლის უგულებელყოფა რუსეთმა აბსოლუტურად შეგნებულად და არაპროვოცირებულად გადაწყვიტა. უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს“, – აღნიშნა მან.