“რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს: პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის იდეა უარყო და მისი უკრაინის ომთან დაკავშირებული შეხედულებები არ შეცვლილა”,— ზელენსკის განუცხადა ემანუელ მაკრონმა- პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ეს არის ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი საკმაოდ შინაარსიანი იყო, რა დროსაც პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასავლეთის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მაკრონმა მოუწოდა რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი, ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ელისეს სასახლის განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ამ საკითხზე საუბარს გააგრძელებს.
პუტინსა და მაკრონს შორის წინა სატელეფონო საუბარი 2022 წლის 11 სექტემბერს შედგა.