მაკრონი – პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები

პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები, ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას აპირებს. რაც ეხება ვლადიმერ პუტინს, მაკრონის თქმით, პუტინი ბევრი საერთაშორისო საკითხის განხილვის დროს ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა არ აპირებს, პუტინის დიქტატს დაემორჩილოს.

საგარეო პოლიტიკის საკითხზე საუბრისას, მერინ ლე პენმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი უნდა იყოს საფრანგეთი“.

„საფრანგეთმა თავისი განსაკუთრებული ხმა დაკარგა, ვინაიდან ის გერმანიისა და აშშ-ის მიმართ მონურ მორჩილებას იჩენდა“, – განაცხადა ლე პენმა დებატებზე.

კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, ლე პენი პასუხობს: „რუსეთი საფრანგეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ იჩენს. არ მაინტერესებს, რა ურთიერთობაა აშშ-სა და რუსეთს შორის“.

გერმანიასთან ერთად მუშაობა მინდა, ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა მოწინააღმდეგე მარინ ლე პენს, რომელმაც მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მონურ მორჩილებაში დაადანაშაულა.

„შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო ფორმულირებები“, – განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, გერმანია საფრანგეთის მტერი არ არის. მაკრონი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მტერი ჩინეთია.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების მარინ ლე პენისა და ემანუელ მაკრონის დებატები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ დებატები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ავტოაუქციონი მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიაWhatsApp-ი მთელს მსოფლიოში გაითიშა