მაკრონი – პარიზის სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრეტანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პარიზის სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში, 9 ნოემბერს გაიმართება კონფერენცია, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

როგორც მაკრონმა განმარტა, კონფერენციაზე განიხილავენ ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ზავისკენ, რადგან ტერორიზმთან ბრძოლა არ ამართლებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში.

პარიზის მშვიდობის ფორუმს, რომელიც 8 ნოემბერს დაიწყება, სხვადასხვა სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიარჯველაძე – პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პოლიტიკურად დისკრედიტებული ფიგურები არიან
შემდეგი სტატიაკვიპროსში სენაკელი ახლაგაზრდა დაიღუპა