საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან.
„საბოლოოდ, უკრაინის ნატოში მოწვევა მოკავშირეების გადაწყვეტილება იქნება“, – დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ვილნიუსის შარშანდელი სამიტის მოვლენები, როდესაც უკრაინული მხარის საჯარო კრიტიკის მიუხედავად, კიევსაც უარი უთხრეს მიწვევაზე.
„უკრაინელები საკმაოდ გაღიზიანებული იყვნენ, როდესაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კარი ღია იყო, მაგრამ არც ისე. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის სცენარიც იგივეა“, – აღნიშნა მაკრონმა.