მაკრონი ნარკომანის მკვლელობაში გასამართლების შემდეგ კანონში ცვლილებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სისხლის სამართლის კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ორშაბათს გამოქვეყნდა, რომ მამაკაცმა, რომელმაც 2017 წელს ებრაელი ქალი მოკლა, თავიდან აიცილა სასამართლო პროცესი იმ მიზეზით, რომ იგი ნარკოტიკების მოხმარების გამო “ბოდვით მდგომარეობაში იმყოფებოდა”, რომლის გამოც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

მომხდარზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ებრაულმა ჯგუფებმაც. მათი თქმით, მომხდარის შემდეგ ისინი თავს უსაფრთხოდ არ თვლიან.

ჰალამი, 65 წლის ებრაელი ორთოდოქსი ქალი 2017 წელს თავისმა მეზობელმა 27 წლის ტრაორმა ფანჯრიდან გადააგდო ყვირილით “ალაჰ აკბარ” (ღმერთი დიადია). მამაკაცი, რომელიც ძლიერი მწეველია, მომხდარის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ მან დანაშაული მას შემდეგ ჩაიდინა, რაც მოწევის შემდეგ “ბოდვით მდგომარეობაში” ჩავარდა, ამიტომაც, ის პასუხისგებაში ვერ მიეცემა.

“მინდა იუსტიციის მინისტრმა კანონში ცვლილებები წარმოადგინოს რაც შეიძლება მალე” – პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა და მსხვერპლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ყველა ებრაელ მოქალაქეს, რომლებიც სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდნენ, თავისი მხურვალე თანადგომა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამაიმედებელი სიახლე საქართველოდან, პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია