2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მაკრონი – მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება – თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან

საფრანგეთის პრეზიდენტის,  ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპამ თავისი დაპირებები შეასრულა, რადგან გააძლიერა ომით განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერა და შეკრიბა კოალიცია, რომელიც მზადაა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად.

„თუ ბოლო ოთხ წელს ავიღებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასუსტებული ქვეყანაა. როდესაც მესმის კაპიტულანტური გამოსვლა უკრაინის შესახებ, როგორ მოუწოდებს ზოგიერთი ლიდერი უკრაინას, აღიაროს, რომ დამარცხებულია, ამ ომში რუსეთის გადაჭარბებულად შეფასება, ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა.უნდა უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებამ დაიცვას უკრაინა, შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება, არ მისცეს რუსეთს სტიმული ხელახალი მცდელობისთვის და ასევე არ მისცეს დანარჩენ მსოფლიოს კატასტროფული მისაბაძი მაგალითი“, – განაცხადა  მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაში ევროპის როლი მნიშვნელოვანია.

„მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” გაყიდის ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება” – ზურა ფარჯიანი
შემდეგი სტატიაშსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს – უწყება კამერებსა და მათ ლიცენზიებში ტენდერის გარეშე, 548 ათას 200 ლარს გადაიხდის