11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

მაკრონი: ლიბანში ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

ლიბანში ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი „ჰეზბოლაა“, – ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის ცნობით, ფრანგი სერჟანტი-მაიორი ფლორიან მონტორიო სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) წინააღმდეგ თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ასევე, თავდასხმის შედეგად UNIFIL-ის სამი ჯარისკაცი დაშავდა.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი „ჰეზბოლაა“. საფრანგეთი მოითხოვს, რომ ლიბანის ხელისუფლებამ პასუხისმგებელი პირები დააკავოს“, – აცხადებს მაკრონი.

ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ფრანგ კოლეგას ესაუბრა და პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა
შემდეგი სტატიალუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა