10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მაკრონი: ყველა მხარემ უნდა მოხსნას სრუტის ბლოკადა დაუყოვნებლივ და უპირობოდ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ მოუწოდა.

„ყველა მხარემ უნდა მოხსნას სრუტის ბლოკადა დაუყოვნებლივ და უპირობოდ. უნდა დავუბრუნდეთ ნავიგაციის სრული თავისუფლების რეჟიმს, რომელიც კონფლიქტამდე არსებობდა“, – აღნიშნავს მაკრონი.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ საზღვაო მისიას, რომელიც სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„ბოლო მოვლენები ნათლად აჩვენებს, რამდენად სასარგებლო იქნება ასეთი მისია. ირანის პრეზიდენტს მოვუწოდე, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და ვაპირებ ამ საკითხის განხილვას პრეზიდენტ ტრამპთანაც“, – აცხადებს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სრუტეში სიმშვიდის აღდგენა ხელს შეუწყობს ბირთვულ, სარაკეტო და რეგიონულ საკითხებზე მოლაპარაკებების წინსვლას.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ბეირუთის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა
შემდეგი სტატიაპოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან ამერიკელი ჯარისკაცები მიიღონ