მაკრონი: ხუთ წელიწადში ნოტრ-დამი იმაზე ლამაზი იქნება, ვიდრე იყო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ძლიერი ხანძრის შედეგად ჩამოინგრა, ხუთ წელიწადში აღდგება. “ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს იმაზე მშვენიერს, ვიდრე იყო” – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 აპრილს სატელევიზიო მიმართვისას თქვა.
დღესვე გავრცელდა, რომ ტაძრის აღსადგენად 24 საათზე ნაკლებ დროში 700 მილიონი ევრო შეგროვდა.
მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუცია, მთავარი ფასადი და ზარები ჩამონგრევისგან იხსნეს.
400 მეხანძრე ხანძარს, რომელიც ჯერ არ დაუდგენიათ როგორ გაჩნდა, 8 საათის მანძილზე აქრობდა. სამუშაოს ართულებდა ის, რომ სამაშველო ოპერაციაში ვეტმფრენების ჩართვა არ შეიძლებოდა. დაშავებულია ერთი მეხანძრე. ადრე გავრცელდა, რომ რამდენიმე პოლიციელიც დაშავდა.
ტაძარს ყოველ წელს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი სტუმრობდა და ის საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და შესვენებებით 1345 წლამდე გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ღატაკი თანამოქალაქეები დააპურეთ, ეგაა მადლი…
შემდეგი სტატიასტალინის პოპულარობამ რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია