10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მაკრონი ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე, აშშ-სა და ირანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

პრობლემები დიპლომატიით უნდა გადაიჭრას, ვითარება ესკალაციაში არ უნდა გადაიზარდოს, პირიქით, უნდა დამტკიცდეს ის, რასაც მხარეებმა მიაღწიეს, ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა,- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ირანმა სრუტის გახსნაზე თავდაპირველი პოზიცია შეიცვალა, სავარაუდოდ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ირანის მიმართ ბლოკადა შეინარჩუნა.

„მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა ორივე მხრისგან. ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს ესკალაციაში. პირიქით, უნდა დამტკიცდეს ის, რასაც პარასკევს მხარეებმა მიაღწიეს: ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, პრობლემები დიპლომატიით უნდა გადაიჭრას. უნდა დავუბრუნდეთ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებებს: შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტა, მათ შორის ლიბანში, რაც შეიძლება დიდხანს და ბირთვულ საკითხზე, ბალისტიკური რაკეტებზე, ჰორმუზსა და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ გრძელვადიანი სამშვიდობო გადაწყვეტას“, – განმარტა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი კრისტიან ტერესი მარტა კოსს: როდის ესაუბრეთ ბოლოს ქართულ მხარეს?
შემდეგი სტატიასუს-ის ანგარიში: 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას