მაკრონი: გავიმეორებ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული გზის, დემოკრატიის დამცველების მიმართ

რუსეთი აძლიერებს, როგორც ჩვენ ვხედავთ, თავის ინფორმაციულ შეტევებსა და გავლენებს არჩევნებში ფაქტობრივად მთელი ევროპის მასშტაბით. მოლდოვა დაზარალდა ამ შეტევების გამო, და მივესალმები მაია სანდუს ხელახალ არჩევას. […] საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი.

მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არსებითად ევროპული გზის ღალატის მიმართ, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე: უნდა ვებრძოლოთ ადამიანებს, რომლებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ – საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სხვაგან ევროკავშირის მიწაზე
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა