დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის,- ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს.
„გუშინ ღამით შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.













