13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მაკრონი – “დიდ შვიდეულში” კონსენსუსია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ

“დიდი შვიდეულის” კონსენსუსია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა არანაირად არ ამართლებს სანქციების გაუქმებას.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა “დიდი შვიდეულის” ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ჰორმუზის სრუტის ბლოკადა “არანაირად არ ამართლებს [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გაუქმებას”, მაშინ როდესაც აქამდე ტრამპს ამის შესაძლებლობა უხსენებია.

“ვიდეოკონფერენციით ჩატარებული “დიდი შვიდეულის” ამ განსაკუთრებული შეხვედრის დასკვნაში, კონსენსუსი იყო, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ და უკრაინისთვის ძალისხმევები შევინარჩუნოთ”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “დასტური არ არის არც ჩვენი პარტნიორების სამსახურებისგან და არც ჩვენი საკუთარი სადაზვერვო სამსახურებისგან”, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებს იყენებს და აღნიშნა, რომ “ეს მძიმე არჩევანი” იქნება თეირანისთვის.

banner
წინა სტატიაშიISFED: დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
შემდეგი სტატიატრამპი: აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს