მაკრონი და ზელენსკი პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან

მაკრონი და ზელენსკი შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრინი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან. შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინაში მიმდინარე მზარდი დაძაბულობა იქნება, რომელიც რუსეთის მხრიდან საზღვარზე სამხედრო კონტიგენტების მობილიზებამ გამოიწვია.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინასა და მის საზღვარზე პროვოკაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ასევე, დღეს, 13 აპრილს რუსეთის სააგრეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის ინტერესებს და რუსულენოვან მოსახლეობას ყოველთვის და ყველგან დაიცავს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპროკურატურამ დავით კოდუას ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ